მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია "ონთაიმ ლოჯისტიკს" MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა

Tegeta Truck & Bus
19.09.24 16:55
597

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის World Medicine ჰოლდინგში შემავალი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია On-Time logistics company-მ, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus-ისგან MAN-ის ბრენდის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი შეიძინა. On-Time logistics company-ისა და Tegeta Truck & Bus-ს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. MAN-ის ბრენდთან ხანგრძლივი პარტნიორობა, პრემიუმ კლასის სატვირთო ტექნიკა, ძლიერი და საიმედო სერვისი - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომელთა გათვალისწინებითაც On-Time logistics company-მ არჩევანი სწორედ „თეგეტაზე” გააკეთა.

On-Time logistics company ახალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტი წარმოადგენს. პროდუქტის ტრანსპორტირება თურქეთიდან საქართველოში და, საქართველოს გავლით, ცენტრალური აზიის მიმართულებით ხდება.

Tegeta Truck & Bus-თან პარტნიორობა ადასტურებს, რომ რეგიონში MAN-ის ყველაზე სანდო და უკონკურენტო პარტნიორი სწორედ „თეგეტაა”. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა 2006 წელს დაიწყო. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 18-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „მთავარი კრიტერიუმი რატომაც საერთაშორისო კომპანიამ თანამშრომლობისთვის Tegeta Truck & Bus შეარჩია, არის სანდოობის მაღალი ხარისხი და გერმანულ ბრენდთან MAN-თან ხანგრძლივი პარტნიორობა. ჩვენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე - სერვისის ინფრასტრუქტურას. „თეგეტას“ სერვისცენტრები აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები საქართველოს ყველა რეგიონშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ავტომობილს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას შესაძლოა შეექმნას, უმოკლეს ვადებში მოგვარდება. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული მექანიკოსები გვყავას, რომლებიც ყოველწლიურად MAN-ის შესაბამის ტრენინგებს გადიან“.

MAN-ის სატვირთო ავტომობილები აეწყო On-Time logistics company-ის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, MAN-ის კონფიგურატორში მანქანის სხვადასხვა მახასიათებელი დეტალურად განისაზღვრა. კომპანიის საქმიანობის გათვალისწინებით, დიზაინში უფრო მეტად თეთრი ფერი სჭარბობს. სატვირთოები აღჭურვილია, სტანდარტულთან შედარებით, მძლავრი ძრავებით, შეჯახების საწინააღმდეგო, ავტომატური დამუხრუჭების სისტემით. უმაღლესი კომპლექტაციის GX კაბინებით, რომლებიც მძღოლზე მორგებული დეტალებით არის დაკომპლექტებული.

On-Time logistics company-ისთვის გადაცემული თითოეული სატვირთო არის ეკოლოგიურად სუფთა, EURO 6 ემისიის ტიპის. ეს არის გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებს არეგულირებს. EURO 6 ტექნიკით კომპანიას თავისუფლად შეუძლია ოპერირება ნებისმიერ ქვეყანაში. EURO 6-ის ნებისმიერი მანქანა აკმაყოფილებს ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით.

Tegeta Truck & Bus-ი საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია On-Time logistics company-სთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს. მოლაპარაკებები დამატებით კიდევ 20 ერთეული სატვირთო ავტომობილის შესყიდვაზე მიმდინარეობს. პროცესში MAN-ი აქტიურად არის ჩართული.

--

საქართველოში გერმანულ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები