მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tegeta უზბეკეთში - Mobil-ის ბრენდის წარდგენა

თეგეტა მოტორსმა ამერიკული ბრენდი - მობილის პროდუქცია უზბეკეთის ბაზარს ოფიციალურად წარუდგინა. ღონისძიებას, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, არაერთი სტუმარი ესწრებოდა. თეგეტა მოტორსმა აუდიტორიას მობილის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, ამასთან უზბეკეთის ბაზარზე კომპანიის გეგმები გააცნო. ერთ-ერთი მთავარი გეგმა 2023 წლის შედეგების გაუმჯობესებაა. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ 2024 წელს უზბეკეთში 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტი გაყიდონ. „თეგეტა მოტორსსა“ და Mobil-ს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და კომპანია ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა ქვეყანაში. სულ რამდენიმე წელიწადში კი Mobil-ის გაყიდვებმა 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა.