მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეგეტა X ბაბალე - საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, „თეგეტა ჰოლდინგმა“ და მისმა სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებამ, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან“ ერთად, „გიგოს ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლეს. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მიზანი ფონდისთვის ფინანსური რესურსების მობილიზებით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა იყო. საქველმოქმედო ღონისძიება ოფიციალურად „თეგეტასა“ და „ბაბალეს“ წარმომადგენლებმა გახსნეს. გაიმართა პრეზენტაცია „გიგოს ფონდი - ზრუნვის 5 წელი,“ რომლითაც ორგანიზაციის საქმიანობა შეჯამდა და აუდიტორია იმ მოზარდების ისტორიებს გაეცნო, რომელთა ცხოვრებაც ფონდმა შეცვალა. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის კულმინაცია აუქციონი იყო, სადაც პროფესიონალი ხელოვანებისა და „ბაბალეს“ მხატვრების მიერ ერთობლივად შექმნილი 16 ნახატი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები