მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#თეგეტაბიზნესისთვის: Tegeta Construction Equipment-ის სერვისები

თეგეტასთან ერთად თეგეტა ბიზნესის რუბრიკით დავბრუნდით და დღეს გიყვებით სერვისზე, რომელსაც კომპანია მისი შვილობილი კომპანია - Tegeta Construction Equipment -ის საშუალებით სთავაზობს პარტნიორებს. „თეგეტა მოტორსი" სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სრულ მომსახურებას კახეთის გზატკეცილზე ერთ სივრცეში აერთიანებს. ამ ფილიალში არსებულ სერვისებთან ერთად, რომელიც ფაქტობრივად ყველა ტიპის მომსახურებას მოიცავს ასევე არის ე.წ აღდგენის სერვისი, როცა სპეციალიზებული აპარატით სახსრების აღდგენა ხდება და როგროც სპეციალისტები განმარტავენ ტექნიკას ქარხნულ სიმტკიცესა და რესურსს უბრუნებს. სერვისი ხელმისაწვდომია როგორც სერვისცენტრში, ისე საველე პირობებში. ცალკე აღსანიშნავია Livelink-ის ტელემატიკის სისტემა, რომელიც მფლობელს რეალურ დროში, დისტანციურად საშუალებას აძლევს, საკუთარი სპეციალური ტექნიკა აკონტროლოს. მომსახურება ბრიტანულ ბრენდთან - JCB -სთან არის დაკავშირებული, რომელსაც უკვე ორი ათწლეულია „თეგეტა“ და მისი შვილობილი კომპანია - Tegeta Construction Equipment რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს.

სტუმარი: ზვიად ახლოური - „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები