მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტას“ ახალი, მულტიფუნქციური სერვისცენტრი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს - სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლებს

აა
20.02.24 19:10
1706

უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი თებერვლიდან გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. სერვისით სარგებლობა 09:30-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო 18:30 დან 21:00 საათის პერიოდში მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდება - ნებისმიერ მომსახურებასა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. დღის განმავლობაში კი სავალი ნაწილის შემოწმება უფასოდაა შესაძლებელი.

„მომხმარებლისთვის ავტომობილის მოვლის გამარტივება ჩვენი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მანქანის მფლობელებს „თეგეტა მოტორსის“ განახლებულ ფილიალში განსაკუთრებული შეთავაზებები მოვუმზადეთ. ჩვენს მულტიფუნქციურ სერვისცენტრში ნებისმიერი მომსახურების მიღება საღამოს 18:30 საათის შემდეგ 20%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სპეციალური შეთავაზება გავრცელდება პროდუქციაზეც.

ჩვენს განახლებულ ფილიალში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს გთავაზობთ. დავნერგეთ არაერთი ტექნიკური თუ პროცესული სიახლე. მნიშვნელოვნად შევამცირეთ მომსახურების დრო ევროპული და ამერიკული უახლესი დანადგარების საშუალებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების პროცესში სრულად შევცვალეთ ურთიერთობის ფორმა – ყველა საჭირო დეტალზე სათანადოდ გადამზადებული სერვისის მენეჯერი ზრუნავს. გვსურს, ეს განსაკუთრებული საავტომობილო სერვისები და პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სპეციალური შეთავაზებების საშუალებით,“ - განაცხადა ფილიალის დირექტორმა ნიკა მაღრაძემ.


„თეგეტა მოტორსის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში ერთდროულად - 50-მდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. ცენტრში გერმანული წარმოების საავტომობილო ამწეები და თვლების შეყრის თანამედროვე ამერიკული დანადგარი Hunter-ია განთავსებული. ვიბრაციული კონტროლის ფუნქციითაა აღჭურვილი ბალანსირების აპარატი. ვულკანიზაციაში არსებული დანადგარით კი საბურავების დაშლა-აწყობა დისკის დაზიანების გარეშეა შესაძლებელი.


ტერიტორიაზე ავტომობილის სარეცხი გერმანული წარმოების პორტალებია განთავსებული. რეცხვა ორი მეთოდით არის შესაძლებელი – მხოლოდ წყლის ჭავლით, ლაზერულად ან თანამედროვე ჯაგრისებით აღჭურვილი რობოტი დანადგარით, რომელიც ავტომობილის ზედაპირს დაზიანების გარეშე ასუფთავებს. ამავე დანადგარით შესაძლებელია ავტომობილის ძარის ქვედა მხრიდან გარეცხვა.

„თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრის გახსნის ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართა. მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით ემსახურება. კომფორტულ გარემოში მსუბუქი ავტომობილის მფლობელები სრული სერვისის მიღებას შეძლებენ, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის.

შოურუმის ეზოში კი ხუთი ელექტროდამტენია განთავსებული. შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები