მაღალი სტანდარტის სერვისი, მომხმარებელზე მორგებული სივრცე და თანამედროვე, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი. ამ ყველაფერს "თეგეტას" განახლებული მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. სერვისცენტრში ერთდროულად 50-მდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. კონკრეტულად რა სერვისის მიღებას შეძლებთ ადგილზე, ვინ და რა დანადგარებით იზრუნებს თქვენი ავტომობილის სრულყოფაზე?