მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტეილორ სვიფტმა ფლორიდაში სტიქიით დაზარალებულთა ფონდს $5 მლნ შესწირა

<3

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ფლორიდაში, ქარიშხალ "მილტონითა" და "ჰელენით" დაზარალებული ხალხის დასახმარებლად შექმნილ ფონდში $5 მილიონი გადარიცხა - ამის შესახებ ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაცია ავრცელებს.

"უსაზღვროდ მადლიერები ვართ. ეს კონტრიბუცია მოსახლეობას ინფრასტრუქტურის აშენებასა და აღდგენაში დაეხმარებათ და გამანადგურებელი შტორმით დაზარალებულ ადამიანებს სასიცოცხლოდ აუცილებელ საკვებს, სუფთა სასმელ წყალსა და სხვა საჭირო ნივთებს მისცემს", - წერს Feeding America სოციალურ ქსელში.

დონაცია მომღერალმა მას შემდეგ გაიღო, რაც ფლორიდას ორი კვირის ინტერვალით ორი ქარიშხალი დაატყდა თავს და შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ზიანი, წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია.

სვიფტის საკონცერტო ტურნე The Eras Tour კონცერტებს 18 ოქტომბრიდან სწორედ ფლორიდის შტატიდან განაახლებს.

ბოლო ინფორმაციით, მესამე კატეგორიის შტორმმა ფლორიდაში "კატასტროფული" შედეგები გამოიწვია. FoxNews-ის ინფორმაციით, საროსტას ოლქში, რომელიც ერთ-ერთი პირველია სადაც შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგებს იკვლევენ, სანაპირო ბარიერული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მოსახლეობის 75% კი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. სტიქიით დაზარალებულ არეალში მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაციაც. ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები