მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეიმურაზ ჩიხრაძე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა - ბრძანება

თეიმურაზ ჩიხრაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, თეიმურაზ ჩიხრაძე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

დოკუმენტი მიმდინარე წლის 29 ივლისით თარიღდება და თეიმურაზ ჩიხრაძე თანამდებობიდან 1 აგვისტოდან არის გათავისუფლებული.

თეიმურაზ ჩიხრაძე 1983 წლის 28 სექტემბერს არის დაბადებული. 2000-2005 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

2004-2005 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში;
2005 წელს იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი სამსახურის სტაჟიორი;
2005-2006 წლებში ასრულებდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობას;
2006 წელს იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის სპეციალისტი;
2006-2009 წლებში ეკავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;
2009-2010 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი;
2010-2014 წლებში ეკავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა;
2014 - 2015 წლებში იყო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
2015 - 2022 წლებში ეკავა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა;
2022 წლის სექტემბრიდან დაინიშნა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები