მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტეხასში საკუთარი საწყობი გავხსენით" - Auto Market Logistic

დავით ბარამიძე

Auto Market Logistic-მა ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში საწყობი გახსნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარამიძემ "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა.

"ტეხასში, ჰიუსტონში გავხსენით საკუთარი საწყობი, რაც აქამდე ქართული კომპანიებიდან არავის ჰქონდა. იყო ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკის არეალში, კალიფორნიაში და დღეს უკვე მომხმარებელს, ქართველ დილერებსა და კომპანიებსაც ვაძლევთ საშუალებას ერთი ნაბიჯით გაიმარტივონ ჩამოყვანა.

ტეხასი რატომაც გადავწყვიტეთ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ არ იყო ქართული კომპანია, ვისთანაც თანამშრომლობა შეიძლებოდა ჩვენც როდესაც გვჭირდებოდა. ასევე, თუ ავტომობილებს არ ჩავთვლით და ტვირთებს ჩავთვლით, ტეხასი ყველაზე დიდია ამერიკაში, ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა და შემდგომში შეიძლება ჩვენ ტვირთებზეც დავიწყოთ მუშაობა, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი საწყობია",- ამბობს დავით ბარამიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები