მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტეხასში წყალდიდობამ 51 ადამიანი იმსხვერპლა - მაშველები 27 დაკარგულ ბავშვს ეძებენ

წყალდიდობა ტეხასში

ცენტრალურ ტეხასში გადაუღებელმა წვიმებმა და მოულოდნელმა წყალდიდობამ სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორისაა 15 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეხუთე დღეა დაკარგულთა საპოვნელად მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ასობით მაშველია ჩართული. ყველაზე მძიმე ვითარება ქერის საგრაფოშია (Kerr County), სადაც 43 ადამიანი დაიღუპა. ამავე ოლქში მდებარე ქრისტიანული საზაფხულო ბანაკიდან, River Guadalupe-ის სანაპიროზე, 27 ბავშვი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

„ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ყველა დაკარგული არ იქნება ნაპოვნი“,- განაცხადა ქერის საგრაფოს შერიფმა.

პარალელურად, სამაშველო ჯგუფებმა 850-მდე ადამიანი გადაარჩინეს. მაშველები განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ მდინარე გუადალუპეს გასწვრივ.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (NWS) მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შაბათს რეგიონში შესაძლოა 5-დან 12 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდეს, ხოლო ზოგიერთი უბანი, რომელიც პარასკევსაც უკვე დაზარალდა, 25 სანტიმეტრამდე წვიმას ელოდება.

ტეხასის ვიცე-გუბერნატორმა დენ პატრიკმა BBC-სთან თქვა, რომ დაკარგული გოგონებიდან ბევრი 12 წლის ქვემოთაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები