მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tekto Landmark-ს: $28-მილიონიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ-საინვესტიციო კომპლექსი ქობულეთში

ტექტო ქობულეთი
BM. GE
29.05.24 10:29
1542

დეველოპერული-სამშენებლო კომპანია „ტექტო ჯგუფი“ ქობულეთში ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს. კომპლექსი Tekto Landmark პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც აღმაშენებლის N 303-ში შენდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 28$ მლნ-ია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპლექსი ერთ სივრცეში გააერთიანებს: სპას, საუნას, აუზს, სპორტულ მოედნებს, ფიტნესს კლუბს და რესტორანს ტერასაზე, გადაადგილებისთვის კი დაგეგმილია იახტკლუბის მოწყობა.

„Tekto Landmark-ი მზად არის, განაახლოს დახვეწილი ცხოვრების სტილი ქობულეთის მომხიბვლელ ადგილას. აღმაშენებლის N303 განთავსებული იქნება საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსი, რომელიც მომხმარებელს ცხოვრების განსაკუთრებულ სტილს ჰპირდება. პროექტის ირგვლივ გაშენებულია 12 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა, რაც მას უნიკალურ დასასვენებელ სივრცედ აქცევს ზღვიდან სულ რაღაც 30 მეტრში.

პროექტი გამოირჩევა მსოფლიო დონის კეთილმოწყობის ყოვლისმომცველი ასორტიმენტით, რომელიც აერთიანებს: სპას, საუნას, აუზს, სპორტულ მოედნებსა და ფიტნესს კლუბს, კომერციულ ფართებს, ტერასაზე რესტორანს, რომლიდანაც ულამაზესი ზღვის პანორამული ხედები იშლება. ასევე საპარკინგე ადგილებს, სადაც გათვალისწინებული იქნება ელექტრო მანქანების დასამუხტი სივრცეები და რაც ყველაზე მთავარია, კომპლექსში გათვალისწინებულია იახტკლუბი, საიდანაც ზღვის ნებისმიერი წერტილიდან გადაადგილება იქნება შესაძლებელი „ტექტო ლენდმარკის“ მიმართულებით.

პროექტი შესანიშნავი ადგილი იქნება ზაფხულის ცხელ დღეებში განსატვირთად, რადგან აერთიანებს ზღვის პანორამულ ხედებს და რეკრეაციულ სივრცეს, რაც განსაკუთრებულ ჰავას ქმნის.

პროექტში გათვალისწინებულია გარე ლიფტი, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ მოძრაობას ტერასაზე, სადაც წარმოდგენილია კაფე-რესტორნები.

Tekto Landmark-ში ფუფუნება სცილდება უბრალო ესთეტიკას, თითოეული აპარტამენტი გააზრებულად არის მოწყობილი, ყველა სივრცეს აქვს პირველადი განათება და ინდივიდუალური გასასვლელი ტერასაზე.“ - აცხადებენ კომპანიაში.

Tekto Landmark-ში ბინები მომავალ მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ, ამასთან თითოეულ მათგანს კომპანიისგან საჩუქრად ჭკვიანი სახლის სისტემა გადაეცემა, რომელიც ყოველდღიურობას გაცილებით მარტივს და მოსახერხებელს ხდის. ხოლო „მათთვის, ვისთვისაც კომფორტი ყველაფერს ნიშნავს, აპარტამენტების შეძენა შესაძლებელია სრული რემონტითა და ავეჯით.

დაინტერესებული პირებისთვის კომპანიას ამ ეტაპზე ექსკლუზიურ შეთავაზებას ავრცელებს. წინასწარი გაყიდვების ეტაპზე, ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს პროექტში აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში ნომინალური 30% წინასწარი გადახდით, 36 თვიანი შიდა 0% განვადებით ისარგებლოს.

კვ.მ ღირებულება პრემიუმ კლასის კომპლექსში ამ ეტაპზე 990 $-იდან იწყება. აპარტამენტების შერჩევა შესაძლებელია 27,2 კვ.მ-დან - 83,8კვ.მ-მდე.Tekto Landmark ადასტურებს Tekto Group-ის ურყევ ერთგულებას სრულყოფილებისა და ინოვაციებისადმი. აქ ყოველი მომენტი მუდმივი ელეგანტურობისა და შეუდარებელი დახვეწილობის დასტურია, ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრესტიჟისა და სრულყოფილების სამყაროში.იფიქრე მომავალზე! იფიქრე ტექტოზე!“ - აცხადებენ „ტექტო ჯგუფში.“


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები