მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეკუნა გაჩეჩილაძე Best Chef Awards 2024-ზე მსოფლიოს საუკეთესო შეფმზარეულებს შორის დასახელდა

შეფმზარეული
07.11.24 12:03
1758

ქართველი შეფმზარეული, თეკუნა გაჩეჩილაძე, რომელიც ქართული კულინარიის ინოვაციური მიდგომებითა და ტრადიციული გემოების თანამედროვე ინტერპრეტაციით არის ცნობილი, Best Chef Awards 2024-ზე "ერთდანიანი" აკრედიტაციით დაჯილდოვდა. ღონისძიება 4-6 ნოემბერს დუბაიში, Atlantis, The Palm-ზე გაიმართა.

Best Chef Awards-ი ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო შეფმზარეულებს აერთიანებს და მათი მიღწევების აღიარებას ისახავს მიზნად. 2024 წლის ცერემონია დუბაიში გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი შეფმზარეულები ესწრებოდნენ.

თეკუნა გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი შეფმზარეულია. მან კულინარიული განათლება ნიუ-იორკში, ხოლო პროფესიული გამოცდილება ისეთ ადგილებში მიიღო, როგორიცაა Buddakan, Pastis, Ritz Paris და სხვა. შეფმზარეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი - Cafe Littera თბილისში, მწერალთა სახლის ისტორიულ ეზოში მდებარეობს და უნიკალური სივრცეა, სადაც ტრადიციული გემოები ახალ და ინოვაციურ ფორმას იძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები