მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თელასი" მომხმარებლებს კომპანიის ბიზნეს ცენტრებში ვიზიტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

5e68bc9d84a27
ინგა მურუსიძე
11.03.20 20:00
2645
კომპანია "თელასი" მომხმარებლებს კომპანიის ბიზნეს ცენტრებში ვიზიტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სს „თელასი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მოუწოდებს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით.

„ვებ-გვერდზე (my.telasi.ge) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.

ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე [email protected].

"თელასის" საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის (www.telasi.ge), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის და call-ცენტრის (2 77-99-99) მეშვეობით.

სს "თელასი" მიმართავს მომხმარებლებს თხოვნით, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კომპანიის ბიზნეს ცენტრებში ვიზიტებისგან და ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით“, - ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები