მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თელასის“ 25%-იანი საქართველოში დარჩა" - ახალი მფლობელი განცხადებას ავრცელებს

5f58d1a5b08a4
თელარა გელანტია
09.09.20 16:57
2433
კომპანია თელასის 24.5%-იანი წილი დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდის განცხადებით, აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.

„თელასის“ 25%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით „ბესტ ენერჯი გრუპთან“ დაკავშირებული ქართული „სიბიეს ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ქართული ბიზნეს ჯგუფი „სიბიეს ჯგუფი“ გაცნობებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529 %- ის გასასხვისებლად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გაიმარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“. საჯარო აუქციონის საწყის ფასს შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა კი გახლდათ 50 000 ლარი.

„ბესტ ენერჯი გრუპი“, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართული ბიზნესჯგუფთან - „სიბიეს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა აქტიურად გეგმავს კომპანიის მართვაში, დედაქალაქის ელექტრო სისტემის განვითარებასა და მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებაში ჩაბმას.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ჯგუფს ენერგო სისტემის მართვის მასშტაბური გამოცდილება აქვს და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

„სიბიეს ჯგუფის“ ჰოლდინგის ქვეშ არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა: „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო’ „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.
ბიზნეს ჯგუფი აქტიურად ეწევა სტარტაპების წახალისებას და პატრონაჟს უწევს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილ ერთერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს, სოციალურ პლატფორმა “Feedc”-ს. ამასთან, ერთად გაცნობებთ, რომ კოვიდ19-ის მიერ მიყენებული ფინანსური და ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, „სიბიეს ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ კომპანიებში არ მომხდარა თანამშრომლების ოპტიმიზაცია, და სახელფასო ანაზღაურების შემცირება. „სიბიეს ჯგუფის“ წევრ ყველა კომპანიაში 5000-მდე დასაქმებული დაკავებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.

„სიბიეს ჯგუფის“ სამოქმედო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ჯგუფის მფლობელობაში წარმოდგენილი აქციების რაოდენობის გამსხვილება გახლავთ და წარმატებული ქართული მსხვილი ბიზნეს მოდელის შექმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები