"თელასის" საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის კი გაიზარდა. მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სემეკის გაანგარიშებით, თელასის სამომხმარებლო კომერციული ტარიფი მაღალი ძაბვის აბნენტებისთვის 1კვტ/სთ-ის შემთხვევაში 0,446 თეთრით გაიზარდა, საშუალო ძაბვის აბონენტებისთვის 0,035 თეთრით, დაბალი ძაბვის კი უცვლელი დარჩა.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კი ტარიფი უცვლელი დარჩა. ენერგო-პრო ჯორჯიას ტარიფებზე მარეგულირებელი ამ წუთებში მსჯელობს.

























