კომპანია „თელასმა“ 2018 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი 2018 წლის 6 თვე 2017 წლის 6 თვე +/- ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ 5 511 5 216 +5,7% ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ 1 501 1 420 +5,7% მომხმარებელთა რაოდენობა, ათას 618,3 591,7 +4,5%.
2018 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 501 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,7% (81 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2017 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობას (1 420 მილიონი კვტ.სთ).
ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,5% (26,6 ათასით) ზრდამ გამოიწვია.
2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,5%-ით (75 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 450 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
2018 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 511 კმ შეადგინა, რაც 5,7%-ით (295 კმ-ით) აღემატება 2017 წლის 6 თვის მაჩვენებელს (5 216 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

























