მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თელავი-ბათუმი და თელავი-ქუთაისი - რეისები, რომელიც შესაძლოა, თელავის აეროპორტიდან შესრულდეს

5c5806f7b9f23
თამუნა ქემერტელიძე
04.02.19 13:43
4163
თელავის აეროპორტიდან, შესაძლოა, ავიარეისები ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით შესრულდეს.

როგორც BMG-ის კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხდა, საკითხი ჯერ მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს და თუ დადებითად გადაწყდა, ავიარეისები ჯერ - ბათუმის, შემდეგ კი, ქუთაისის მიმართულებით დაინიშნება.

„ტუროპერატორებისგან, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან მოთხოვნა უკვე არის თბილისი-ბათუმზე. თელავი-ქუთაისზე კი, შეიძლება იყოს თვითონ მოქალაქეებისაგან ინიციატივა, რადგან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ბევრი სარგებლობს და კახეთიდან ქუთაისამდე ჩასვლას სულ მცირე 6-7 საათი უნდა; თუკი შიდა ფრენები დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს შეამოკლებს გზას და გააიაფებს მგზავრობას“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, კერძოდ, თუ როდიდან დაიწყება ავიარეისების განხორციელება და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს “მიმინოს” აეროპორტს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მოლაპარაკებები დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები