მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’თელავის აეროდრომი ფრენების მისაღებად მზადაა" - საავიაციო უნივერსიტეტი

634ea2460bf71
თინათინ ნატმელაძე
18.10.22 23:55
1127
თელავის აეროპორტი "მიმინო" ფრენების მისაღებად მზადაა და "აკ ეარ ჯორჯიასა’’ და სახელმწიფოს შეთანხმებას ელოდება - ამის შესახებ "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის’’ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დავით ტეფნაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

ტეფნაძის ცნობით, "აკ ეარ ჯორჯიასა" და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება ფრენების საფასურსა და სუბსიდირების საკითხზე მიმდინარეობს.

"აეროპორტი ჩვენი უნივერსიტეტის მფლობელობაშია და ვალდებულება გვქონდა, რომელიც აეროპორტის მოწყობას ითვალისწინებდა. აღნიშნული უკვე შესრულებული გვაქვს და დღესვე შეგვიძლია ფრენები მივიღოთ, რადგან აეროპორტი 2022 წლის თებერვლიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერაა სერტიფიცირებული. შემოწმებულია უსაფრთხოებისა და ტექნიკური თვალსაზრისითაც და აკმაყოფილებს ყველანაირ მოთხოვნას, თუმცა ფრენების დაწყება უკვე "აკ ეარ ჯორჯიასა’’ და სახელმწიფოს პრეროგატივაა. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან შიდა ფრენებზე ტენდერია გამოცხადებული, კომპანია დამოუკიდებლად ფრენას ვერ დაიწყებს, რადგან ეს წამგებიანი იქნება. ძირითადად მოლაპარაკებები ეხება ფრენის საფასურს და სუბსიდირებას, რადგან შიდა ფრენებს ყოველთვის სახელმწიფო ასუბსიდირებს, რაც ტურიზმის განვითარებსითვისაა საჭირო", - აცხადებს დავით ტეფნაძე.

ტეფნაძე BM.GE-სთან ასევე აღნიშნავს, რომ ფრენების მიმართულება ჯერ კიდევ დაუზუსტებელია თუმცა სავარაუდოდ თელავი-ბათუმი, თელავი-მესტიის მიმართულებით შესრულდება. 

"ფრენების მიმართულებები არის დამუშავების პროცესში, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ეს იქნება თელავი-ბათუმი, თელავი-მესტია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მიმართულებით იქნება, ჩვენ თვითმფრინავს მივიღებთ, მოვემსახურებით და მეორე მხარეს რომელი რეგიონი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა დავით ტეფნაძემ.

ცნობისთვის: თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების დაწყება 2022 წლის ზაფხულის ბოლოდან იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე "მიმინოს’’ ტერიტორიას კვლავ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო მიზნებისთვის იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები