მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის აეროდრომის რეაბილიტაცია დასრულდა - “მზად ვართ, 20-ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავები მივიღოთ”

61d95ad125715
ანუკა ჯოხაძე
08.01.22 15:27
4369
თელავში, "მიმინოს" აეროდრომის რეაბილიტაცია გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. საავიაციო უნივერსიტეტში ამბობდნენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აეროდრომიდან 20- ადგილიანი თვითმფრინავები დაიწყებდა მგზავრების მომსახურებას. როგორც 2020 წელს უნივერსიტეტის რექტორი ამბობდა, მგზავრებს თელავში იგივე ავიაკომპანია მოემსახურებოდა, რომელიც საქართველოში სხვა შიდა ფრენებზე მუშაობს. საუბარია კომპანია "აკ -ეარ ჯორჯიაზე".

როგორც BM.GE-თვის ცნობილი გახდა, აეროდრომის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, რაშიც 3 მლნ ლარი დაიხარჯა. საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ რეაბილიტირებული აეროდრომი აკმაყოფილებს ყველა პირობას იმისთვის, რომ 20– ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავები მიიღოს, თუმცა სერგო ტეფნაძის განმარტებით, ჯერ სამგზავრო ფრენები აეროდრომიდან არ ხორციელდება. 

საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, აუცილებელია, თელავის აეროდრომის შემთხვევაშიც მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ფრენების სუბსიდირება, ისევე როგორც ეს ხდება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების შემთხვევაში.

“მიმინოს აეროდრომზე, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკუთრებაშია, ჩატარდა მაღალი დონის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დავაგეთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. შეგვიძლია თქვათ, რომ მიმინოს აეროპორტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომ მიიღოს 20–ადგილია სამგზავრო თვითმფრინავები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენებს და არიან სახელწმიფო დონაციაზე. ჩემი აზრით, თუ ეს ფრენები განხორციელდება მხოლოდ მგზავრის ხარჯზე და ბილეთის სრულ თანხას გადაიხდის მგზავრი, ფრენები ვერ განხორციელდება. თუ სახელწმიფოს დაფინანსება გავრცელდება კახეთის რეგიონზეც, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად. ყველა პირობა არსებობს, რომ მიმინოს აეროპორტიდან 20–ადგილიანმა თვითმფრინავმა იფრინოს”-აცხადებს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები