აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის კონკურსზე შერჩევის პროცესი დასრულებულია და მალე მშენებლობა დაიწყება.
გაერთიანების მიერ გამოცხადებულ თელავის აეროპორტის პროექტირების კონკურსში გამარჯვებულად შპს "ხმალაძე არქიტექტორები“გამოცხადდა, რომელიც საკონკურსო კომისიამ 10 ბალიანი სისტემით შეაფასა. კომპანია "ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს. რა სარგებელს მოუტანს კახეთს აეროპორტის არსებობა და როგორ შეცვლის მას?