მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თელავში მოყვანილი მაყვალი ექსპორტზე გავა

58183e703e86b
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.16 11:54
4338
თელავში მოყვანილი ამერიკული ჯიშის მაყვალი ექსპორტზე გავა. ამ ეტაპზე ნახევარ ჰექტარზე გაშენებული წარმოება თელავის რაიონში სოფელ კასისხევში საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს.

როგორც წარმოების მფლობელი გიორგი ლაცაბიძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს წარმოების გაზრდა 10 ჰექტრამდე სურს, რის შემდეგაც მაყვლის გატანას სხვადასხვა ბაზარზე გეგმავს. გაფართოებას ფერმერი მიმდინარე წლიდან დაიწყებს.

მისი განმარტებით, მაყვლის დეფიციტი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშია, ამიტომ ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია.

"ექსპორტზე ვფიქრობთ, როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე რუსეთსა და აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე. რატომ? ზოგადად ფერმერები, როდესაც არიან დაკავებული ექსპორტით, ისინი არ უნდა იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე. აუცილებელია რამდენიმე ალტერნატივა იყოს. მაგალითად ჩვენ გვახსოვ ცუდი გამოცდილება, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაუწესა საქართველოს.
რუსეთშიც ძალიან მოთხოვნადია ეს მაყვალი, ისევე როგორც ისრაელში, არაბეთში და აზიის სხვა ქვეყნებში.დეფიციტია მსოფლიოში მაყვლის და ამის გამო ძალიან მაღალი ფასი აქვს",- აცხადებს გიორგი ლაცაბიძე.

მისი განმარტებით, ამერიკული ჯიშის მაყვლის გაშენება წელს თებერვალში დაიწყო.

"მე რომ დავიწყე მაყვლის მოყვანა, იცინოდნენ, ახლა კი სხვებმაც დაიწყეს მაყვლის გაშენება, რადგან დაინახეს, რომ ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა",- აცხადებს გიორგი ლაცაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები