მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში რეაბილიტირებული ბაღები კვლავ დემონტაჟს ექვემდებარება - აუდიტის 2021 წლის ანგარიში

64907e798aec6
BM.GE
19.06.23 22:45
659
თელავის მუნიციპალიტეტი ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციაში დახარჯა 40.9 ათასი ლარი, თუმცა ბაღები კვლავ ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება, - ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,576.3 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

„გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული ობიექტები მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც დაუსრულებელია და ვერ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 1,632.0 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.

მუნიციპალიტეტმა ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციაში დახარჯა 40.9 ათასი ლარი ისე, რომ სრულად არ გაითვალისწინა ექსპერტების დასკვნა გამაგრებით სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნით, ბაღები კვლავ ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს.

მუნიციპალიტეტმა 10.0 ათასი ლარი დახარჯა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის რემონტზე. ობიექტი მალევე გასხვისდა და მოსახლეობა ვერიყენებს.

სამუშაოების მიწოდების ვადის დაუსაბუთებელი ზრდა მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რამაც ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებითდასრულებას. ამასთანავე,აღნიშნული ქმედებების შედეგად მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო, დაახლოებით, 55.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.

ხარვეზებით შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, უარესებდა მერიის პირობებს. მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

bm.ge საკითხზე დაუკავშირდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები