მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში საერთაშორისო ფრენების შესრულება ჩვენი ოცნებაა - Lopota Spa Resort

ლოპოტა

თელავის აეროპორტი „მიმინო“ 2024 წლიდან შიდა ფრენების მომსახურებას დაიწყებს. ასეთია მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა კახეთში ადგილობრივი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კახეთში მოქმედი "ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი, მაკა ღლიღვაშვილმა BM.GE-სთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ თელავში არსებული აეროპორტი „მიმინო“, რომელიც წელს ამოქმედდება მხოლოდ შიდა ფრენებს განახორციელებს და ფრენები თბილისთან დაანონსებული არ არის.

"ლოპოტა სპა რეზორტში" იმის თქმა უჭირთ ექნებათ თუ არა თელავის აეროპორტში შიდა ფრენების შესრულებას კახეთში ტურიზმზე გავლენა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თუ აეროპორტი საერთაშორისო ფრენებსაც განახორციელებს, ტურისტული ნაკადების ზრდისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

„თუ თელავის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განხორციელდება... ეს ჩვენი ოცნებაა. ამაზე წლებია ვსაუბრობთ და ჩვენთვის ეს უდიდესი მიღწევა იქნება.

როდესაც ტურისტულ კომპანიას საქართველოში ტურისტული ჯგუფი ჩამოჰყავს, კახეთიდან სხვა რეგიონებში ტრანსფერი რთულდება. აქედან გამომდინარე, ტურისტულ კომპანიას ურჩევნია, რომ ჯგუფი თბილისში დატოვოს და იქიდან მოხდეს მათი სხვადასხვა რეგიონებში გამგზავრება. შესაბამისად, ძალიან ბევრი ჯგუფი არჩევანს თბილისზე აკეთებს და კახეთზე მოთხოვნა ძალიან დაბალია“, - განმარტავს ღლიღვაშვილი.

მისივე ცნობით, მათი სასტუმრო გასულ წელს 60%-იანი დატვირთვით მუშაობდა და ისეთი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადები, როგორიცაა ისრაელი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მათი შემცირება კი ტურიზმზე ნეგატიურად აისახება.

ინფორმაციისთვის, ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა. 2023 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.6%-ით აღდგა, ტურისტული ვიზიტები კი - 92.6%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები