მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა 24 აგვისტომდე უფასო იქნება

სტიქია თელავში

თელავის მუნიციპალიტეტში 12 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების აღდგენა და გაცემა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, დაინტერესებული პირები ერთჯერადად გათავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სანომრე ნიშნების, დროებითი სანომრე ნიშნებისა და შესაბამისი დოკუმენტების აღდგენა-გაცემისთვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდისგან.

საფასურისგან გათავისუფლებისთვის მოქალაქემ მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ სანომრე ნიშანი სტიქიის შედეგად დაიკარგა ან დაზიანდა, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტი, გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა.

ამასთან, შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების მოთხოვნა 2026 წლის 24 აგვისტომდე იქნება წარდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები