მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელდორი – ახალი დაბალტოქსიკური ფუნგიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის

აგროსფერო
11.10.24 14:41
129

ტელდორი BAYER-ის ახალი ფუნგიციდური კლასის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მოქმედების სრულიად ახალი მეთოდით გამოირჩევა. მისი კარგი ტოქსიკოლოგიური და ეკოლოგიური ნიშან-თვისებების წყალობით, ფუნგიციდმა მარტივად გაიარა რეგისტრაცია მკაცრი სარეგისტრაციო მოთხოვნების მქონე ქვეყნებშიც კი, მათ შორის აშშ-ში.

ტელდორი გამოიყენება ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეულის კულტურებში ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა ნაცრისფერი სიდამპლე, ნაყოფის სიდამპლე და მონილიოზი. ფუნგიციდით მცენარის დამუშავების შემდეგ, ტელდორი წარმოქმნის აპკს, რომელიც ხელს უშლის პათოგენის მცენარის ქსოვილში შეჭრას. ამასთან, აპკი ზედაპირიდან დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება, რაც ახანგრძლივებს ფუნგიციდის მოქმედების პერიოდს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის არის უსაფრთხო მცენარისა და გარემოსთვის.

ტელდორი ასევე უზრუნველყოფს მოსავლის დაცვას შენახვის დროს და უნარჩუნეს მას ხარისხს ტრანსპორტირებისას.

როგორ გამოვიყენოთ ტელდორი?

ტელდორი ზემოქმედებს სტიროლის ბიოსინთეზზე, აქედან გამომდინარე მისი გამოყენება უმჯობესია იმ შემთხვევებში, როდესაც სტანდარტული პრეპარატები რეზისტენტობას ავლენს. მისით მცენარის დამუშავება შეგიძლიათ ყველაზე ადრეულ სტადიიდან თითქმის მოსავლის აღებამდე.

იმისათვის, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი მეურნეობის საჭიროებები და სწორად დაგეგმოთ აგროღონისძიებები, გაიარეთ კონსულტაცია „აგროსფეროს“ კონსულტანტებთან. ამასთან, ისინი გაგაცნობენ უფრო დეტალურ ინფორმაციას ახალი ფუნგიციდის შესახებ. აგროკოსნულტაციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 322 500 900. ტელდორის შეძენას კი შეძლებთ როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე აგროსფეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები