მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში?" - რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს

5b4874a3c7371
თამუნა დემეტრაშვილი
13.07.18 13:41
853
"ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში", - ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს. დეპუტატი დაინტერესდა რა გახდა მოტივაცია იმისა, რომ ის ამ თანამდებობაზე მუშაობას დათანხმდა.

"გეპატიებოდათ პოლიტიკოსი რომ იყოთ, მენეჯერი, თქვენ რომ გევლოდ სოფელ-სოფელ ამომრჩევლებში. პოლიტიკოსი არის მენეჯერი, დაარტყავს მუშტს და გუნდს შეკრავს. თქვენ ხომ ლიმიტირებული დრო გაქვთ, მაქსიმუმ ერთი წელი იყოთ მინისტრი, მოტივი რა არის? ხომ გინახავთ ფილმი -რა მინდოდა წვენებშიო? ტელეფონებში ხართ , რა გინდათ წვენებში? რატომ დათანხმდით, არავინ გიცობთ? როგორც პოლიტიკოსს არ გიცნობთ, თქვენ ეს სკოლა არ გამოგივლიათ. ეს ხომ არ არის სასწავლო პოლიგონი, რატომ რისკავთ კარგ პროფესიულ რეპუტაციას, რომელიც გაგაჩნიათ?"-მიმართა გოცირიძემ ივანე მაჭავარიანს.

მისი განცხადებით, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, "ეკლექტური აზრები აქვს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკისგან". გოცირიძე ასევე დაინტერესდა, რამდენად შეძლებს ფინანსთა მინისტრი იყოს დამოუკიდებელი და გაუმკლავდეს პოლიტიკურ ბრძოლებს.

"რამდენად შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი? დამოუკიდებელი ბიძინა ივანიშვილისგან, რითი დაიცავთ თავს პოლიტიკური ზეწოლისაგან, რითი დაიცავთ თავს, როცა პოლიტიკური ბრძოლის იმუნიტეტი არ გაქვთ? ნოდარ ხადური იყო პროფესორი და ვერაფერი გააწყო, თქვენ ბაკალავრის დიპლომით მოდიხართ და მაკროეკონომიკა და მთელი ქვეყანა უნდა მართოთ, არ არის ეს სწორი", - განაცხადა გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები