გამოცემა The Bell-ის ინფორმაციით, Telegram-ის შემქმნელი მარტში ბლოკჩეინ პლატფორმაზე დაფუძნებულ პროექტ TON-ს წარადგენს.
პაველ დუროვი ახალი პროდუქტის წარგენისთვის ემზადება, რომლისთვისაც Telegram-მა ერთი წლის განმავლობაში ინვესტორებისგან $1,7 მლრდ-ის მოზიდვა უკვე მოახერხა. უმსხვილეს ინვესტორებთან შეხვედრა იანვრის განმავლობაში შედგება.
გამოცემის ინფორმაციით, დუროვმა ინვესტორებს მისცა დაპირება, რომ პროექტი TON წლის დასაწყისში გაეშვებოდა, თუმცა ინოვაციურობის ბუნებიდან გამომდინარე, 2-3 თვიანი შეფერხება დასაშვები იყო.
არსებობს მოლოდინი, რომ ერთი თვის ვადაში ინვესტორებთან გასამართ შეხვედრაზე ბლოკჩეინ პლატფორმა TON -ის პრეზენტაცია შედგება და ნაჩვენები იქნება მაგალითი, როგორ მუშაობს ის Telegram-ზე.
არსებული ინფორმაციით, პროექტი 90%-ით დასრულებულია და განახლებული მონაცემები 2019 წლის თებერვალზში პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება. სატესტო ქსელი Testnet კი, იანვარში გაიხსნება.
17 იანვარს თავად პაველ დუროვმა Telegram არხის დახმარებით დაწერა, რომ 2019 წელი კომპანიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი იქნება და დადო პირობა, რომ “დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მომხმარებლების ბევრი თხოვნის გათვალისწინება მოხდება“.
თავად მესენჯერი კი, მომდევნო ორ კვირაში მის მომხმარებლებს რამდენიმე პროგრამულ განახლებას შესთავაზებს.

























