Telegram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა, რომელთა შორისაა უკვე გაგზავნილი შეტყობინებების რედაქტირების შესაძლებლობაც. ამის შესახებ მესინჯერის მფლობელი კომპანიის ოფიციალურ ბლოგზეა განმარტებული. რედაქტირების ფუნქცია შესაძლებლობას იძლევა, რომ შეტყობინებების შეცვლა, მისი გაგზავნიდან 2 დღეშიც მოხდეს. რედაქტირების შემდეგ, შეტყობინებას შესაბამისი აღნიშვნა ექნება. ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც მობილური, ასევე დესკტოპის ვერსიისთვის. გარდა ამისა, Telegram-ში გაჩნდა შესაძლებლობა მომხმარებლების მონიშვნა მოხდეს იმ ჩატებშიც, სადაც ისინი არ იყვნენ მიწვეული.

























