მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეკომპანია "იბერიაში", სავარაუდოდ, რეორგანიზაცია გამოცხადდა

5afd6f1611faa
BM.GE
17.05.18 16:00
722
ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლების ნაწილმა სამუშაოზე უარი თქვა. დღეს დილიდან არხზე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება. გაფიცვის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა. მიმდინარე მოვლენებზე არხის მენეჯმენტს განცხადება ჯერ-ჯერობით გაუკეთებია.

1tv.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიაში“ რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ თანამშრომლებს არხის ხელმძღვანელობამ დღეს გამართულ თათბირზე განუცხადა. მათივე ცნობით, „იბერიაზე“ ახალი ამბები ეთერში აღარ გავა. ტელეკომპანია „იბერია TV“ 2000 წელს დაარსდა და მისი მფლობელი „ომეგა ჯგუფია“. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ „იბერია TV“-ში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. 2013 წელს „ომეგა ჯგუფმა“ მაუწყებლობის ლიცენზია დაიბრუნა და 2015 წლის სექტემბერში საერთო მაუწყებლობით გავიდა ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები