ტელემედიცინის პლატფორმა - MedVeritas Global და ბავშვთა ფსიქიატრია
- ტელემედიცინის პლატფორმა „MedVeritas Global“ აშშ-ის წამყვანი კლინიკებიდან საუკეთესო ქართველ და ამერიკელ ექიმებს აერთიანებს;
- პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოდან გაუსვლელად გადაამოწმონ რთული დიაგნოზი და მიიღონ მეორე აზრი;
- ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ფსიქიატრიული მდგომარეობები აუტიზმი, ყურადღების დეფიციტის სინდრომი (ADHD) და შფოთვებია;
- საქართველოში არსებული სტიგმის გამო, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა ხშირად არ აღიქმება ფსიქიატრიის სფეროდ;
- ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკაში მთავარია მოზარდთან სწორად წარმართული ინტერვიუ, ლაბორატორიული კვლევები კი მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამოსარიცხად ინიშნება;
სტუმარი: ზვიად აბურჯანია - ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი
გადაცემის წამყვანები: ლევან ალავიძე და ნინი ჯალაბაძე


































