მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა" კვერცხის წარმოებას აორმაგებს

5a9abeea66582
მაია ბიწაძე
03.03.18 19:26
4357
"თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“ კვერცხის წარმოებას აორმაგებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზვიად გოგოლაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამისთვის ახალი საწარმო ააშენეს, რომელშიც 250 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადეს.

"შენობა უკვე მზადაა, მომავალ თვეში დანადგარებს დავამონტაჟებთ და ივნისიდან ერთი დღის წიწილს შევიძენთ, ,,ლომანის“ ჯიშის კვერცხისმდებელ დედლებს, რომლებიც დღეში 10 ათას კვერცხს დადებენ. ამჟამად არსებული ფაბრიკის წარმადობა დღეში 13 ათასი კვერცხია, რომლითაც ძირითადად რუსთავს ვამარაგებთ, ასევე რამდენიმე საკონდიტრო საწარმოს თბილისში, ახალი ფაბრიკის დამატების შემდეგ კი გავფართოვდებით და პროდუქციას თბილისის სუპერმარკეტებშიც შევიტანთ „ - განაცხადა ზვიად გოგოლაძემ.

შპს ,,თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს, კომპანიაში დღემდე 700 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. საწარმო გარდაბნის რაიონში, სოფელ წალასყურში მდებარეობს და მხოლოდ ქათმის კვერცხის წარმოებაზეა ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები