მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელევიზიების მსგავსად IV კვარტალში სარეკლამო შემოსავალი რადიოებსაც შეუმცირდათ

63ef8feebf7c4
მარიამ ვარადაშვილი
17.02.23 23:00
701

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 26.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით [დაახლოებით 1.9 მლნ ლარი] არის შემცირებული.

მეოთხე კვარტალში რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი თითქმის 11%-ით შემცირდა და 1.9 მლნ ლარი შეადგინა.

2022 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი შემოსავალი 1 მლნ ლარზე მეტი რადიო ჰოლდინგ “ფორტუნა” ჰქონდა; მეორე ადგილს რადიო “იმედი” 216.5 ათას ლარით იკავებს. და მესამე ადგილს 98.9 ათასი ლარით რადიო “პალიტრა” იკავებს.2022 წლის მეოთხე კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წილი თითქმის 83% პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა.

რა შემოსავალი მიიღეს ტელევიზიებმა მეოთხე კვარტალში?

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები