მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 35% შემცირდა (Q4/2024) - Comcom

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 35%-ით 21.4 მლნ ლარამდე შემცირდა. მარეგულირებლის განცხადებით, კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ. 2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში - 33.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდში მიღებულ კომერციულ შემოსავლებთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები