მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტელევიზორებზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა“ –„მეგატექნიკა“

ტელევიზორი

კომპანია „მეგატექნიკას“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვეში ტელევიზორებზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ავალიშვილი bmg-თან საუბრისას განმარტავს, განსაკუთრებული ზრდა ევროპის ჩემპიონატის პერიოდში დიდი ზომის ტელევიზორებზე დაფიქსირდა.

„ჩვენი კომპანია უკვე 28 წელია ბაზარზეა და 2024 წლის 5 თვეში ჩვენი მაჩვენებლები მზარდია, იმედია წლის მეორე ნახევარშიც ასე გაგრძელება. განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებთ გაზრდილი მოთხოვნა იყო ტელევიზორებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდი, 120 ინჩიანი ტელევიზორის შეძენა მხოლოდ „მეგატექნიკაში“ იყო შესაძლებელი, რამაც ხელი შეუწყოს ამ ზრდას. ჯამში ტელევიზორებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა.

ასევე კარგი მაჩვენებლები გვაქვს სარეცხი მანქანებთან და მაცივრებთან მიმართებით. აქაც 30%-იანი ზრდა ვაჩვენეთ წინა წელთან შედარებით. ამ სეზონზე დიდი მოთხოვნაა კონდიციონერებზე,“ - განაცხადა ავალიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყანაში 140.019 მლნ აშშ დოლარის გამომთვლელი მანქანები, ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და მათი აქსესუარები შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 75.726 მლნ აშშ დოლარის.

კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა კონდიციონერების და სარეცხი მანქანების იმპორტიც. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ხუთ თვეში სარეცხი მანქანის იმპორტი 13,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს, მათგან რეექსპორტმა 309 000 დოლარი შეადგინა და მეტწილად სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში გავიდა.

საგარეო ვაჭრობის პუბლიკაციის მიხედვით, წლის 5 თვეში $33,4 მლნ შეადგინა კონდიციონერების იმპორტმაც. ყველაზე მეტი გაგრილების სისტემები ქვეყანამ ჩინეთში, თურქეთში და სინგაპურში იყიდა. მათგან 3$ მლნ-ის რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები