მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თელიანი ველი" ღვინის საექსპორტო ფასების ზრდას გეგმავს

თელიანი ველი

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელიანი ველი“ საექსპორტო ბაზარზე პროდუქციის ფასების ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ფასების კორექცია გამოწვეულია საერთო ბაზრის კონიუნქტურით და სხვადასხვა ქვეყანაში ფასების ზრდით.

"იცით, რომ წლის განმავლობაში ფასებიც გაიზარდა და ჩვენც შესაბამისად გვიწევს ფასების დაკორექტირება... ქვეყნის მიხედვით პროდუქციის ღირებულება დაახლოებით 5%-ის ფარგლებში გაიზრდება“, – აღნიშნა მან.

ამ დროისთვის „თელიანი ველის“ პროდუქცია 30 ქვეყანაში იყიდება, ხოლო გაყიდვების დაახლოებით 90% ექსპორტზე მოდის, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. კომპანიის ღვინოების ფასი საერთაშორისო მარკეტებში საშუალოდ 10 ევროს ფარგლებში მერყეობს, ხოლო რესტორნებში, ქვეყანასა და ტურისტულ ობიექტზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიის კომერციული დირექტორი პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების გადახედვას შიდა ბაზარზეც არ გამორიცხავს: „ახლა საახალწლო გაყიდვების პერიოდში ძველი ფასებით ვაგრძელებთ გაყიდვას, თუმცა შემდეგ საქართველოს ბაზარსაც შეიძლება გადავხედოთ“, – განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები