მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თელიანი ველის" საწესდებო კაპიტალი მილიონი ლარით იზრდება

5a65e71ab328d
მარი როჭიკაშვილი
22.01.18 17:27
1944
ღვინის კომპანია "თელიანი ველი" დამატებით 100 მილიონი აქციის გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანიაში bm.ge-ს განუცხადეს, ხვალ რიგგარეშე აქციონერთა კრება ჩატარდება. დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია კომპანიის კაპიტალის 100 მილიონი აქციით გაზრდა, რაც საერთო ჯამში 620 მილიონი აქცია იქნება. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება 0,01 ლარს შეადგენს. რაც ნიშნავს რომ საწესდებო კაპიტალი 1 მილიონი ლარით გაიზრდება.

"ხვალ აქციონერთა კრებაზე მოხდება 100 მილიონი აქციის დაშვება, თუმცა, როდის გადაწყდება ამ აქციების გაყიდვა და რა მოცულობის იქნება, ამას სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტს. აქციების გაყიდვა შეიძლება ამ წელიწადში მოხდეს, შეიძლება მომდევნო წელში გადაიწიოს. დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დასჭირდება კომპანიას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა “- განაცხადეს კომპანიაში.

ასევე ცვლილებებია სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში. ხვალ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური თანამდებობას დატოვებს, ახალი წევრი კი გიორგი ალფაიძე იქნება.

„თელიანი ველის“ ძირითადი აქციონერები არიან: BGEO Group (47.6%) „ლიბერთი კონსუმერი“(29%),), Firebird Funds (12%)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები