მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თელმიკომ” მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი სტანდარტი ვერ შექმნა” - ენერგოომბუდსმენი

სალომე ვარდიაშვილი

ენერგეტიკის სფეროში 2023 წელს ყველაზე მეტი საჩივარი ,თელმიკოს" მისამართით შევიდა, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა BMGtv-ის გადაცემა "წერტილში" სტუმრობისას განაცხადა.

ვარდიაშვილის თქმით, მომხმარებელი ჩივის როგორც არასწორ დარიცხვაზე, ასევე, კომუნიკაციის ცუდ სტანდარტზე.

"კომპანიები ხშირად უშვებენ ერთი და იგივე შეცდომებს. 2023 წელს საჩივრებში ელექტროენერგეტიკა "ლიდერობდა". მაშინ, როცა აქამდე ეს პოზიცია მუდმივად წყლის სექტორს ეკავა. რეგიონებში გვაქვს სერიოზული პრობლემები როგორც დარიცხვიანობის, ასევე მომსახურების თვალსაზრისით. თბილისში კი, პრობლემაა "თელმიკოს" მხრიდან მომსახურება და კომუნიკაცია. თელმიკომ ვერ შექმნა მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი სტანდარტი. გაყოფის შემდეგ დამოუკიდებელ კომპანიას გაუჭირდა ამ კუთხით ოპერირება.

მივიღეთ 1200 განცხადება და ეს არ არის ყველაფერი. საჩივრები ეხება როგორც მომსახურებას, ასევე დარიცხვიანობას. ეს კი, პირდაპირ აისახება ფინანსურ ნაწილზე. აქ საუბარი იყო ათასამდე შუამდგომლობაზე, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ასევე, როცა 600-მდე შუამდგომლობით მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას, ესეც უზარმაზარ რესურსს და დროს მოითხოვს. გამოდის, ჩვენმა მომრიგებლურმა საქმიანობამ არ იმუშავა და დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება", - განაცხადა ვარდიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები