მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tempo City თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებას პასუხობს - ნანა ქიქავა

ნანა ქიქავა

Tempo-ს გაყიდვების დირექტორი ნანა ქიქავა კომპანიის მიმდინარე პროექტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ Tempo City-ს იდეა თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას პასუხობს. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, დეველოპერული კომპანია მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს არგებს პროექტებს.

"Tempo-ს ხედვას ზოგადად ყველაზე კარგად ასახავს Tempo City-ის კონცეფცია, ანუ იდეა "ქალაქი ქალაქში" გაჩნდა იქიდან, რომ ეს ემსახურება უშუალოდ თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებას. პირობითად, ადამიანს სურს შეიძინოს უძრავი ქონება საინვესტიციოდ, საკუთარი მოხმარებისთვის, საცხოვრებლად, ამ გარემოში ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ რამდენიმე პროექტის გაერთიანებაზე - Queens Residence-ზე ან Serenade-ზე, აქ არის სივრცე, სადაც ჩვენ ვქმნით ერთიან ეკოსისტემას სპორტული, გამაჯანსაღებელი სივრცეებით, ყველაფრით, რაც საჭიროა ადამიანისთვის.

წლების განმავლობაში უშუალოდ მომხმარებელი გაიზარდა, მისი მოთხოვნილება შეიცვალა. რომ დავაკვირდეთ, ის ბევრად უფრო ინფორმირებულია დღესდღეობით. ჩვენ, როგორც კომპანია, ამ შემთხვევაში უკვე დაზუსტებას ვაკეთებთ, რომ ვხვდებით ადამიანს რა საჭიროებები აქვს და მხოლოდ ამ საჭიროებების შესაბამისად უკვე ვარგებთ ამ თუ იმ პროექტს. მაგალითად, შეიძლება, ორი ადამიანი შეიძლება ერთსა და იმავე ბიუჯეტით მოვიდეს ჩვენთან, მაგრამ ჰქონდეს სრულიად განსხვავებული მოთხოვნა და რაღაც კონკრეტული მიზანი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში თუ დავადგინეთ რა საჭიროება აქვს, მერე უკვე მივდივართ შეთავაზებით. Tempo City რომ ავიღოთ, აქ გვაქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტი, Queens Residence-ი და Serenade-ი. Queens-ი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბათუმში ეძებს სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, მათ შორის განსხვავებულ არქიტექტურას და ყველა სერვისს საცხოვრებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უძრავი ქონების შეძენაზე, ეს ხომ აქტივია, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის უკვე განხორციელებული ინვესტიცია. ხოლო Serenade-ი შეიძლება შევთავაზოთ ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც ვიზუალური იდენტობა ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა",- აღნიშნა ნანა ქიქავამ და დასძინა, რომ მომხმარებლის კონკრეტული მიზნებიდან და პროექტიდან გამომდინარე, წლიური საინვესტიციო უკუგება 14%-დან 16%-მდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები