TEMPO-მ 22 სექტემბერს ოფიციალურად გახსნა კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტი, „ქუინს რეზიდენსი", რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში მდებარეობს. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის პარტნიორები, ინვესტორები, მედია და პროექტის მომავალი მაცხოვრებლები.
„ქუინს რეზიდენსი" 2023 წელს დაფუძნებული TEMPO-ს პირველი დიდი პროექტია, რომელმაც კომპანიის ფილოსოფია რეალურ ფორმად აქცია - შექმნას საცხოვრებელი გარემო, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხზეა ორიენტირებული და დროის ღირებულებას პატივს სცემს.
TEMPO Holding-ის დამფუძნებელმა და CEO ვალერი გასიტაშვილმა განაცხადა:
„კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დღეა, რადგან გვაქვს “ქვინს რეზიდენსის” A ბლოკის გახსნის ცერემონია. 2 წლის წინ, 2024 წლის მაისის თვეში დავიწყეთ მშენებლობის სამუშაოები და დღეს შესაძლებლობა გვაქვს ვუმასპინძლოთ ბინის მესაკუთრეებს.”
მისივე თქმით, ამ პროექტით TEMPO CITY-ს განვითარება არ სრულდება, ბათუმის ახალ ბულვარში, კომპანია კვლავ გეგმავს რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას.

პროექტი დასრულდა ზუსტად ისე, როგორც დაიგეგმა
„ქუინს რეზიდენსზე" მუშაობისას კომპანიამ პრიორიტეტად აირჩია მაღალი ხარისხის მასალები, თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. პროექტმა უკვე მიიღო რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო.
“2 წლის წინ როგორც დავგეგმეთ ზუსტად ისე განვახორციელეთ, ვადების და ხარისხის სრული დაცვით, ჩვენი პროექტი ზუსტად შეესაბამება იმ რენდერს, რაც თავიდანვე დავაანონსეთ. ეს ცხადჰყოფს ჩვენი კომპანიის მთავარ მიმართულებას, რომ ვაშენებთ ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავთ’ - განაცხადეს კომპანიაში.
დეველოპერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მაინც იმ ადამიანთა ნდობაა, რომლებმაც კომპანიის პროექტებში გააკეთეს ინვესტირება და დღეს უკვე ამ პროექტის გახსნის ღონისძიების სტუმრები არიან.

TEMPO-ს პორტფოლიო იზრდება
„ქუინს რეზიდენსი" TEMPO-ს ერთადერთი პროექტი არ არის. კომპანიის პორტფოლიოში კიდევ ორი მასშტაბური კომპლექსია:
- Serenade by TEMPO - მდებარეობს იმავე ლოკაციაზე, ტემპო სითის ტერიტორიაზე;
- SENSA by TEMPO - ახალი პროექტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან.
ტემპოს ყოველი კომპლექსი მოიცავს მასშტაბურ ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, რესტორნებსა და სავარჯიშო სივრცეებს - ყველა იმ სერვისს, რომელიც თანამედროვე ადამიანისთვის გადამწყვეტია იმისთვის, რომ იცხოვროს ზუსტად ისე, როგორც თავად გადაწყვეტს.
TEMPO Holding-ის შესახებ
TEMPO Holding 2023 წელს დაარსდა. დღეისთვის მისი პორტფოლიო სამი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსისგან შედგება და მიმდინარე მშენებლობების საერთო ფართობი 90,000 მ²-ს აღემატება.
tempoholding.ge 032 203 55 55






















