მრავალფეროვან ბაზარზე TEMPO სხვა სიტყვებით საუბრობს - ფაქტებით. ამის დასტურია TEMPO-ს პირველი პროექტის Queen's Residence-ის დასრულება: გეგმის მიხედვით, ვადების დაცვით, კომპრომისების გარეშე.
ეს არ არის გამონაკლისი - ეს სისტემაა.
ზუსტად ისე, როგორც დავგეგმეთ
TEMPO-ს სამყაროში ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია. აქ არ არის შემთხვევითი გადაწყვეტილებები და იმპროვიზიბული ნაბიჯები. თითოეული პროექტი იწყება იდეის გენერირებით, გრძელდება კონცეპტუალურად გაწერილი პროცესით და სრულდება პირობის შესრულებით. პირველივე დღეებიდან ეს TEMPO-ს ხელწერაა.
არქიტექტურაში, ისევე როგორც ცხოვრების სტილში, უმაღლესი კლასის განმსაზღვრელი - სიზუსტეა. Tempo-ში არასოდეს იძლევიან დაპირებებს - ისინი უბრალოდ აწესებენ სტანდარტს, სადაც მოლოდინის გამართლება ერთადერთი შესაძლო მოცემულობაა.

დრო, როგორც ფუნდამენტური რესურსი
TEMPO პატივს სცემს ვადებს და აფასებს დროს - არა როგორც აბსტრაქტულ ცნებას, არამედ როგორც ერთადერთ რესურსს, რომელიც ყოველდღიურ გამოცდილებას იმერსიულს ხდის.
ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვისა და მომავალი მაცხოვრებლებისთვის, რომლებისთვისაც დრო პირდაპირ ფინანსურ და ემოციურ ღირებულებას წარმოადგენს. როდესაც დეველოპერი ვადებს უსწრებს, ეს არა მხოლოდ პროფესიონალიზმის, არამედ პატივისცემის გამოხატულებაა ინვესტორის დროის, გეგმებისა და ცხოვრების მიმართ.
Tempo City: ქალაქი ქალაქში
TEMPO-ს ხედვის ყველაზე კარგი გამოხატულება Tempo City-ს კონცეფციაა - „ქალაქი ქალაქში", დამოუკიდებელი ეკოსისტემა ბათუმის ახალ ბულვარში. ეს არის სივრცე, სადაც Queen's Residence და Serenade ერთ მთლიანობას ქმნის.
რა ხდის Tempo City-ს განსაკუთრებულს:
რეგიონში პირველი ინფინიტი-აუზი სახურავზე, არქიტექტურული ელემენტი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებას ახალ განზომილებაში გადაიყვანს.
სპა და კო-ვორქინგ სივრცეები გამდიდრებული ისეთი სერვისებით, რომლებიც ჩვეულებრივ სასტუმროებს ახასიათებთ.
ერგონომიული სივრცეები ინოვაციური მშენებლობის შედეგი, სადაც თითოეული კვადრატული მეტრი ფუნქციურად გააზრებულია.
Lifestyle განზომილება - არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ სრულფასოვანი ცხოვრების სტილი
Tempo CIty - ეს არის ადგილი, სადაც ინფრასტრუქტურა შეესაბამება კომპანიის ფილოსოფიას. სადაც არქიტექტურა მხოლოდ შენობა კი არა, გამოცდილების შემქმნელია. და ეს ყველაფერი ზუსტად ისე სრულდება, როგორც დაიგეგმა.

პასუხისმგებლობა, როგორც პრინციპი
TEMPO-ს ფილოსოფიის ბირთვი პასუხისმგებლობაა. არა როგორც მარკეტინგული სლოგანი, არამედ როგორც ოპერაციული პრინციპი. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს თითოეულ ნაბიჯზე - პროექტირებიდან მშენებლობამდე, ვადებიდან ხარისხამდე.
TEMPO-სთვის პასუხისმგებლობა კონტრაქტზე ადრე გონებაში იწყება, გეგმაში, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში.
Queen's Residence დასრულებულია - ახალი ეტაპი წარმატებული ისტორიით იწყება
Queen's Residence-ის დასრულება არა მხოლოდ ერთი პროექტის ფინალია, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს პროექტი ადასტურებს, რომ TEMPO-ს მოდელი მუშაობს: ინოვაციური მშენებლობა, ერგონომიული სივრცეები და კონცეპტუალურად გაწერილი დეველოპმენტის პროცესი, რომელიც ვადებს უსწრებს - ეს არ არის დაპირება. ეს არის წარმატებული ისტორია, რომელიც გრძელდება.

TEMPO-სთან ერთად თქვენ არ ელოდებით მომავალს
TEMPO არ გპირდებათ მომავალს, ის გთავაზობთ მასში ცხოვრებას - ახლა, მშვიდად, თავდაჯერებულად და თქვენი საკუთარი ტემპით.
Tempo არა მხოლოდ საუბრობს, არამედ სივრცეს ქმნის, რომელიც დროს კი არ მიყვება, არამედ მართავს, რომელიც სტანდარტს კი არ აკმაყოფილებს, არამედ აწესებს.
დრო დაჯავშნოთ ტური, ეწვიოთ ტემპოს დასრულებულ შოურუმებს და თავად მიიღოთ საკუთარი ტემპით ცხოვრების გადაწყვეტილება.
www.tempoholding.ge 0322 03 55 55



























