მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TEMPO: წარმატებული ისტორია გრძელდება

TEMPO HOLDING-ი 2023 წელს პარტნიორი კომპანია SITA-ს დამფუძნებლებმა სამშენებლო სფეროში 7-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით დააარსეს. SITA სამშენებლო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც დაფუძნების დღიდან საქართველოში ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს მართავდა, როგორებიცაა: Radisson Blu, Wyndham Residences-ი, Holiday Inn Express-ი, Rotana და სხვა. TEMPO-ს და SITA-ს ერთობლივი ექსპერტიზა იძლევა გარანტიას, რომ დეველოპერის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი მომხმარებელს დროულად და მაღალი ხარისხით მიეწოდება. მრავალწლიანი გამოცდილება, წარმატებული მსხვილი პროექტები და ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი TEMPO-ს საშუალებას აძლევს, საქართველოში მასშტაბური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროექტები განახორციელოს. ამ გუნდის მიერ განხორციელებულმა პროექტმა, ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ საუბარია პროექტზე Queen's Residence Luxury Lifestyle Awards-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში - საუკეთესო დეველოპერული პროექტი საქართველოში. ეს თუ არ ვცდები შარშანწინ, 2024 წელს აღინიშნა. ასე რომ, ველით სიახლეებს ტემპოსგან რომელიც ინოვაციურობისა და ხარისხის შეუცვლელი მაგალითის დამკვიდრებას გეგმავს ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები