მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TEMPUR SEALY კომპანია MATTRESS FIRM-ს $4 მილიარდად ყიდულობს

645b80d6d5627
გიორგი თოლორდავა
10.05.23 15:31
584
საწოლების, ავეჯისა და მატრასების მწარმოებელი ამერიკული Tempur Sealy რიტეილ კომპანია Mattress Firm-ს 4 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

მსოფლიოს მასშტაბით Mattress Firm-ის საკუთრებაში 3,000-მდე სავაჭრო ობიექტი, ონლაინ პლატფორმა და 71 ქარხანაა. კომპანია მატრასების ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მოთხოვნადი რიტეილერია. უშუალოდ აშშ-ის მასშტაბით Mattress Firm-ი 2,300 მაღაზიას ფლობს.

საწოლებისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიებისათვის პანდემიური 2020-21 წლები რეკორდული შემოსავლების მომტანი იყო, რადგან სახლში ჩაკეტილმა მოსახლეობამ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოისურვა, Tempur Sealy-ის შემოსავლებიც ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 6.5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები