თემქის ხევში საქალაქო პარკის პროექტირებაზე კონკურსი გამარჯვებული კომპანია „ატელიე არქიტექტი“ გამოვლინდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კომპანია ვალდებულია, 4 თვის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციაზე პროექტი წარმოადგინოს.
„გამარჯვებული კომპანიის პროექტის წარმოდგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე სამუშაოების წარმოებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და როგორც კი, გვეყოლება შერჩეული კომპანია, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების წარმოებას.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების შეიქმნა ქალაქში. სანამ ჩვენ ამ პროექტზე დავიწყებდეთ მუშაობას, მანამდე ტერიტორიაზე წინასაპროექტო კვლევა ჩატარდა გეოლოგიური ჰიდროლოგიური დენტდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები, ასევე რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება.
ცნობისთვის: თბილისში, კერძოდ ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევში საქალაქო პარკი მოეწყობა; პროექტის ღირებულება 413 000 ათას ლარს შეადგენს. ადგილზე მდინარის, სასეირნო ბილიკების და საბავშვო ატრაქციონების მოწყობას ითვალისწინებს. სარეკრეაციო სივრცე ჯამში, 23 ჰექტარზე მოეწყობა.

























