მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

temu

ევროკავშირში შემავალ იაფფასიან ონლაინამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებლებმა, რომლებიც განსაკუთრებით ისეთ ჩინურ პლატფორმებზე ვრცელდება, როგორებიც Shein და Temu-ა, 2028-დან 2034 წლამდე ევროკავშირის ბიუჯეტში წელიწადში 6 მილიარდი ევრო შეიძლება მოიტანოს - ამის შესახებ ევროკომისიის შიდა დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც სააგენტო Reuters-მა მოიპოვა.

ეს აჩვენებს იმ მასშტაბს, რომლითაც ევროპა იაფი ელექტრონული კომერციის იმპორტის ნაკადს ებრძვის; ბრიუსელის განცხადებით, ტვირთი ძირითადად სწორედ ჩინეთიდან მოდის.

ევროკომისიის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირში 150 ევროზე ნაკლები ღირებულების დაახლოებით 5.8 მილიარდი ამანათი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა. კომისიის შეფასებით, საბაჟო გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ამ ამანათების უმრავლესობის რეალური ღირებულება ხელოვნურად იყო შემცირებული.

დამატებით, ევროკავშირი 1 ნოემბრიდან იაფ ამანათებზე დამატებით 2-ევროიან მოსაკრებელს აწესებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის თითოეულ ცალკეულ ნივთზე დაწესებულ მოსაკრებელს მას შემდეგ, რაც ივლისის დასაწყისიდან უკვე მოქმედებს 3-ევროიანი გადასახადი.

Temu-ს მფლობელმა PDD Holdings-მა აგვისტოში განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ბიზნესის გარკვეულ მიმართულებებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა, თუმცა ზუსტი ციფრები არ დაუსახელებია. Shein-ი საკუთარი შემოსავლის დაახლოებით ერთ მესამედს ევროპაში გამოიმუშავებს, თუმცა რეგიონში მისი გაყიდვები მოსაკრებლების დაწესებამდეც შემცირდა, რადგან კომპანიამ ფასები გაზარდა და სარეკლამო ხარჯები შეკვეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები