საქართველოში საჰაერო გადაზიდვა წლიურად გაიზარდა. როგორც ავიანიუსი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, იანვარში ტვირთის მოცულობამ 2 268,286 ტონა შეადგინა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ სატვირთო გადაზიდვები წლიურად გაზრდილია, თუმცა თვიურ ჭრილში არა. იანვარში გადაზიდული 2 268,286 ტონიდან უდიდესი ნაწილი, ბიზნესის აზრით, ტრანზიტი იყო. კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით პროდუქციის გადაზიდვამ გავლენა საქართველოზე იქონია.