ბიზნესმენი თემურ ჭყონია სამთავარობო ქალაქის მშენებლობის ინიაციტივას ეხმაურება. მისი თქმით, თუ ბიუჯეტში ამ ტიპის მშენებლობისთვის საკმარისი თანხები არსებობს, მაშინ მშენებლობის დაწყება შესაძლებელია, თუმცა, მთავრობას პრიორიტეტები უნდა გააჩნდეს და ეს პროექტიც პრიოტეტების რიგში უნდა ჩაგდეს.
"ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს პრემიერ-მინისტრს ვიდრე მე. სამთავრობო ქალაქი ბევრ ქვეყნაში არსებობს. თუ ბიუჯეტში არსებობს ამის თანხა ამაში ცუდი არაფერია. ჩემი მოსაზრება ასეთია: შეიძლება ეს პროექტი აუცილებელია, მაგრამ რაღაც პრიორიტეთა რიგებში უნდა ჩადგეს",- აცხადებს თემურ ჭყონია.

























