მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ჭყონია: ბაზარზე არიან ბანკები, რომლებიც ყველაფერს ფლობენ

59e48b8123283
სალომე მეცხვარიშვილი
16.10.17 14:33
1760
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, დღეს ბაზარზე არიან ბანკები, რომლებიც ყველაფერს ფლობენ. ამის შესახებ ჭყონიამ „საქმის კურსს“ განუცხადა.

მისი თქმით, არაპროფილური აქტივები ეროვნულმა ბანკმა აკრძალა, თუმცა, ეს კანონი გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული, დაახლოებით 25 წლის წინ, როდესაც საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ყალიბდებოდა.

„დიდი ხელფასების გამო იმდენად დიდი შესაძლებლობები გაუჩნდათ აქციონერებს... მათ შეუძლიათ არაპროფილური ბიზნესი აწარმოონ და მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ფინანსებთან. კანონი აუცილებელია, მაგრამ ჩემი აზრით, უკვე გვიანაა. ეს კანონი უნდა მიგვეღო 25 წლის უკან, როდესაც საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ყალიბდებოდა. როდესაც ხდებოდა ბიზნესების გადანაწილება. ახლა უკვე არის ბანკები, რომლებიც ფლობენ ყველაფერს“,- აცხადებს ჭყონია.

კითხვაზე არის თუ არა წინააღმდეგი ის არაპროფილური აქტივების ფლობის, ჭყონია პასუხობს:

"წინააღმდეგი არ ვარ, მთავარია პარიტეტი იყოს დაცული... არის ასეთი გამოთქმა: როდესაც დიდი ფული გაქვს, თამამდები და როდესაც ძალიან დიდი ფული გაქვს, კონტროლს კარგავ. არის უბრალოდ ასეთი გამოთქმა", - აცხადებს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები