მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე: თვითონ გამოიტანს ქართველი ხალხი დასვკნას

5be2abf8d148b
ლევან თაღიაშვილი
07.11.18 13:18
1264
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროინდელ მიმართვას აფასებს და ამბობს, რომ ქართველი ხალხი თვითონ გამოიტანს დასკვნებს. მისი თქმით, ხელისუფლება მაშინ იქნება დამაჯერებელი, როდესაც ნებისმიერი პროექტი იქნება ვადებში გაწერილი და თითოეულ მათგანზე აგებენ პასუხს. 

"მიმართვას მთელმა საქართველომ უყურა. თვითონ გამოიტანს ქართველი ხალხი დასკვნას, მაგრამ პროექტები, რომელიც უნდა შემოგვთავაზონ, მნიშვნელობა არ აქვს ბატონი ბიძინა იქნება თუ სხვა, დამაჯერებელი იქნება მაშინ, როდესაც გაწერილი იქნება ვადებში. დამაჯერებელი იქნება მაშინ, როდესაც კონკრეტულად აგებენ პასუხს თითოეულ პროექტზე" - განაცხადა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა პირადად მიმართა მოსახლეობას და პენსიონერებისა და დევნილების დახმარებების რადიკალურ გადახედვას, საკადრო პოლიტიკის სასწრაფო ცვლილებას და ქვეყნის მმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობას დაპირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები