მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ჭყონია: ბიზნეს წრეების ავტორიტეტი და სითამამე საქართველოში ძალიან გაიზარდა

575bdd276fa58
BM.GE
11.06.16 13:40
2097
ბიზნესმენი თემურ ჭყონია წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ბიზნეს აქტივობის შენელებას არ ვარაუდობს, რასაც იმ ფაქტით ხსნის, რომ ბოლო წლებში საქართველოში ბიზნეს წრეების ავტორიტეტი გაიზარდა. როგორც ჭყონიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ბიზნესის სითამამე გაზრდილია, რაც სხვადასხვა რისკებს ინვესტირების დროს ამცირებს.

"ამომრჩეველმა მაქსიმალურად უნდა მიაქციოს ყურადღება არა ლიდერებს, არამედ იმ შემადგენლობას, რა შემადგენლობითაც ისინი გამოდიან არჩევნებზე. წინა პარლამენტის შემადგენლობა ჩემი აზრით, ბიზნესისთვის საშინელი იყო. 4 წელი ორი პარტიის ჩხუბში გავიდა, რაც მიუღებელია.

მე მჯერა, რომ საქართველოში სერიოზული პოლიტიკოსების დეფიციტია. მთავარია შემადგენლობა როგორი იქნება. შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილი კარგი პრემიერი იყოს, მაგრამ მას თუ კარგი შემადგენლობა არ ეყოლება იმ პასუხისმგებლობას ვერ გაართმევს კარგად თავს რასაც პრემიერ-მინისტრობა ჰქვია. ძლიერ შემადგენლობას უნდა დავუჭიროთ მხარი და არა ავტორიტეტებს.

ბიზნესის წრეები ძალიან განვითარდა საქართველოში სითამამით და შესაძლებლობებით. ახალი თაობა წამოვიდა და ეს ძველ თაობასაც გვიწყობს ხელს, რომ ვიმუშავოთ თანამედროვედ. ვინც ჯინიანი არაა და მიყვება დღევანდელობას, ის იმარჯვებს. ბიზნესმენების რისკები საქართველოს არაა დიდი, რადგან ავტორიტეტი ბიზნესის გაზრდილია", - ამბობს ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები