მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ჭყონია "იბერიას" ბრენდის წყლის წარმოებას იწყებს

5d726feb7a635
ლიკა გურაბანიძე
08.09.19 09:40
2280
„კოკა-კოლას“ საერთაშორისო ქსელში ქართული წყალი 2020 წლის გაზაფხულიდან ჩაეშვება და მას „იბერია“ ერქმევა. როგორც BM.GE-ს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ამჟამად  მუშაობა ქართული წყლის დიზაინზე მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე წყლის რეგისტრაცია მიმდინარეობს, ასევე ამჟამად კოკა-კოლას დიზაინერებთან ერთად ახალი პროდუქტის დიზაინი მუშავდება. 2020 წლის გაზაფხულზე უკვდავების წყალს გამოვუშვებთ, რომელიც კოკა-კოლას საერთაშორისო ქსელში ჩაეშვება, ხოლო საბოლოოდ კოკა-კოლას ქარხნის ნატახტარში გადატანას ველოდებით.

ეს ნიშნავს იმას, რომ კოკა-კოლას ახალ ქარხანასთან მდებარე ახლო კომპანიები სწორედ იბერიას შეიძენენ“ - განაცხადა ჭყონიამ.

ასევე ბიზნესმენის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება, რომელსაც წელიწადში 60 მლნ ცალი ბურგერის პურის წარმოება შეეძლება. საწარმოს მშენებლობა თვენახევარში დაიწყება და ის 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები